
“ბევრი კითხვის ნიშანი უკვე გამოძიებასაც უჩნდება” – ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“შემიძლია გითხრათ არის რაღაცა ისეთი ნიშნები რომლებმაც შეიძლება სულ სხვა გზა გვანახოს და სულ სხვა შედეგდე მიგვიყვანოს.
ძალიან საეჭვო არის 17 ივლისის სააფთიაქო ვებსაიტების ნახვის სიხშირე, ბევრი კითხვის ნიშანი უკვე გამოძიებასაც უჩნდება. ვნახოთ როგორ ტაქტიკას აირჩევს გამოძიება. თავიდან იყო აზრთა სხვადასხვაობა მაგრამ ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს.”- განაცხადა რამიშვილმა























