
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ გიორგი გახარიას გამოსვლას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„გახარიას ცინიზმის შემყურეს, პარლამენტიდან გამოგდების შემდეგ, პირველად გამიჩნდა სურვილი ვყოფილიყავი იქ, ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად…“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.
ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.























