14:32 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

„გამოგვაკლდა ღირსეული პიროვნება“ – ვინ არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ექიმი

„გამოგვაკლდა ღირსეული პიროვნება“ – ვინ არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ექიმი

55 წლის ექიმი-თერაპევტი ბენო ჭელიძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 20 ნოემბერს შეიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე აცხადებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ დილით პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

„აჭარის სამედიცინო საზოგადოებას დააკლდა ღირსეული წევრი. გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა, კაცი, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თერაპიულ დეპარტამენტს. ღირსეულად უძღვებოდა თავის საქმეს. იყო თავისი საქმის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.  უდროოდ გამოგვაკლდა ღირსეული პიროვნება. ვუსამძიმრებ ყველას, ჩემს კოლეგებს, პირველ რიგში ოჯახს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო.

 

19 ნოემბერს დაუდასტურდა კორონავირუსი და 20 ნოემბერს მოათავსეს თერაპიულ განყოფილებაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ დილით გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე.

ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს დილით, გამთენიისას, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მას ჰქონდა თანმხლები დაავადებებიც“, – აცხადებს გია კიკაბიძე.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X