
ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს რომ კონფლიქტში ყოფილი მამამთილიც ჩაერია.
ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა.
დოროყაშვილი ვარაუდობს, რომ საგანი, რომლითაც გამოეკიდნენ სავარაუდოდ ნაჯახი იყო.
“ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით.
თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც.
მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი.
მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი.
ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი” – აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.
ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საპყრობილეს მალე გირაოთი დატოვებს. ის ბრალს არ აღიარებს და მალე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. პროცესი ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლოში დასრულდა.
შეგახსენებთ, 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
























