
ზურამ ორი დღის წინ გამოგვიგზავნა ოთხი პირობა, რომელზე დათანხმებაც მოგვთხოვა, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, ჯაფარიძემ პარტიის წევრებს ცენზურაზე დაქვემდებარება მოსთხოვა, რაზეც ვერ შეთანხმდენენ და დაპირისპირების მიზეზი გახდა.
როგორც მეგრელიშვილი ამბობს, ჯაფარიძის მოთხოვნები იყო: წინასწარ შეთანხმება რა თემებზე ისაუბრებდნენ პარტიის წევრები, პარტიის მმართველობას ჩამოცილება, მოწევისთვის თავის დანებება და ხალხთან “ნორმალურად საუბარი.
„ზურამ ორი დღის წინ გამოგვიგზავნა ოთხი პირობა, რომელზე დათანხმებაც მოგვთხოვა. ოთხივეზე ცხადია ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრიდან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებულიყავი ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა.
კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოვცილებოდით, ახსნა-განმარტებები არ ყოფილა უბრალოდ მოთხოვნები იყო. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც ,,პლანს”, არ ვიცი ამის მიზეზი რა იყო, ზურა ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ. მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა.
რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომელსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი, შესაბამისად ველოდით ზურა ჯაფარიძისგან, რომ მეტი განმარტება გააკეთოს. ჩვენ სამნი, ვისაც ის მიმართავს არჩეული პარლამენტის წევრები ვართ, შეიძლება ის თვლის, რომ მისი დამსახურებით ვართ არჩეული, მაგრამ ამას შემდეგი არჩევნები აჩვენებს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძე: „სამწუხაროდ გზები გაიყო“ – „გირჩი“ დაიშალა?!






















