18:54 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

გამოიყურება საკმაოდ ყოჩაღად – გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

გამოიყურება საკმაოდ ყოჩაღად – გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

ყველანი არჩევნებზე, კოალიციური კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ეს არის მიხეილ სააკაშვილის თხოვნა თქვენს მიმართ, – ამის შესახებ დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

2021-10-22"ბედნიერი ვარ. მინდოდა, რომ აცრას გაემართლებინა და..." - რა მოხდა ქეთი წიქვაძის ოჯახში

 

„ვნახე პრეზიდენტი სააკაშვილი, გამოიყურება საკმაოდ ყოჩაღად, მოტივირებული ისედაცაა ვიცით, ფიზიკურად არის ნამდვილად ძლიერად.

 

საუბარი გვქონდა შექმნილ ვითარებაზე. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე იყო საუბარი. ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას არცერთი პირობით და არანაირ ვითარებაში და რაც მთავარია, მოწოდება საქართველოს მოქალაქეებს, ყველანი არჩევნებზე, კოალიციური კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა, ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და ეს არის მიხეილ სააკაშვილის თხოვნა თქვენს მიმართ.

 

გამოსვლის გზებზე არ გვისაუბრია, ვისაუბრეთ იმ სიტუაციაზე, რა დღეშიცაა ქვეყანა და აქედან გამომდინარე რა შეიძლება მოხდეს და დაემართოს ამ ქვეყანას, თუ დიდხანს გაგრძელდა ამ ხელისუფლების არსებობა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X