13:11 | 2020-05-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

გამოჯანმრთელებული მოზარდები, ახალი პაციენტები… – როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა (ბოლო მონაცემები)

გამოჯანმრთელებული მოზარდები, ახალი პაციენტები… – როგორია CoVid ინფიცირებულთა მდგომარეობა (ბოლო მონაცემები)

15 მაისი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 393 ადამიანი.

 

პაციენტები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში არიან გადანაწილებულები. კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ.

 

ბოჭორიშვილის კლინიკა

 

კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში 65 პაციენტი იმყოფება, აქედან კოვიდ ინფექცია 56 ადამიანს აქვს დადასტურებული.

 

კლინიკაში 10 მოზარდი რჩება. ასევე 2 მოზრდილი გამოჯანმრთელდა

 

კლინიკას დაემატა 6 ინფიცირებული, აქედან 5 ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება. 3 მცირეწლოვანია და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

ინფექციური საავადმყოფო

 

ინფექციურ საავადმყოფოს სამი ახალი პაციენტი დაემატა. ისინი ბოლნისიდან არიან.

 

ამჟამად საავადმყოფოში 38 პაციენტი რჩება. მძიმე პაციენტი მხოლოდ ერთი რჩება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

 

„ჩვენთან სამი ახალი პაციენტია ბოლნისიდან, ერთი ოჯახის სამი წევრია, მათი მდგომაროება, არსებული რუტინული კვლევებით, არ არის საშუალოზე მძიმე. გუშინ მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული გვყავდა, მოზარდი. გვყავს 1 კრიტიკული პაციენტი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ვიმედოვნებთ, ასე დარჩება“,- აღნიშნა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ქზუგბაიამ.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

ამ ეტაპზე კლინიკაშია 47 პაციენიტი რჩება, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 38 ადამიანი.

 

დღეს კლინიკიდან ერთი პაციენტი გაეწერა. როგორც კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა თქვა, კლინიკაში უკვე ერთი კვირაა ვირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის, მათ შორის ორსულების, ჯანმრთელების მდგომარეობა სტაბილურია. დღეს მთავრდება მედპერსონალის 15 დღე, რომელმაც ბოლო 15 დღე გაატარა კლინიკაში, მკაცრი კარანტინის პირობებში. ჩატარებული ტესტირების შედეგად, არცერთ მათგანს, არ დაუდასტურდა ინფექცია.

 

საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა. 

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 12.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3873 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: თეონა ყაჭიური

X