19:49 | 2020-05-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აჭარბებს – გამყრელიძე

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აჭარბებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტყროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში უკვე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აჭარბებს.

 

„უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ დღეებში აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა, იმ დღის ინფიცირებულთა რაოდენობას.

 

ეს მნიშვნელოვანი ინდიკატორია სწორედ შემსუბუქების ღონისძიებების განხორციელებისა და მოგეხსენებათ, საქართველომ შემსუბუქების ღონისძიებები უკვე დაიწყო“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

ამირან გამყრელიძემ ტესტირების გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

„ყოველდღიურად ჩვენ ავედით საშუალო მაჩვენებლზე სადღაც 1100-1200, ორჯერ გვქონდა 1350-ზე მეტი.

 

15 მაისისთვის გვინდა, რომ ავიდეთ 1500-ზე, შემდგე უკვე მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში 2000-ზე დღეში, რაც იქნება დაახლოებით ის მაჩვენებლი, რასაც დღეს წამყვანი ევროპული ქვეყნები ახორციელებენ.

 

ხაზს ვუსვამ, ეს არის არა საერთო ტესტირება, საერთო ტესტირება ბევრად მეტია, თუ დავამატებთ სწრაფ ტესტებს, ეს არის მხოლოდ „პისიარ“ ტექნოლოგიებით ტესტირება, რომელიც დღე უკვე ქვეყანაში 12 ლაბორატორიაში ტარდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით:

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

 

მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X