13:20 | 2021-08-12 ავტორი: Prime Time

გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის- NDI-ს კვლევა

გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის- NDI-ს კვლევა

“კითხვაზე, საქართველოში ამჟამად არის თუ არა დემოკრატია, 51 პროცენტი აცხადებს, რომ მისი აზრით, არ არის“,-ამის შესახებ კვლევას ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ავრცელებს.

VIDEO: ზურა კახაბრიშვილს ბინა აჩუქეს - მოულოდნელი საჩუქარი და ემოცია
2021-08-12VIDEO: ზურა კახაბრიშვილს ბინა აჩუქეს - მოულოდნელი საჩუქარი და ემოცია

 

 

35 პროცენტი აცხადებს, რომ არის, 13-მა პროცენტმა კი არ იცის.

 

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

 

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

 

 

 

ნახეთ კვლევის სხვა შედეგები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X