18:08 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

გამოკითხულთა მხოლოდ 18% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებს – IRI-ის კვლევა

გამოკითხულთა მხოლოდ 18% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებს – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI – კვლევას აქვეყნებს. შეკითხვაზე, გაიკეთებენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები ვაქცინას – 18% ამბობს, რომ დაუყოვნებლივ გაიკეთებს, 19% კი გარკვეული დროის შემდეგ.

ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს - ვახტანგ გომელაური ავსტრიელი პედაგოგის მკვლელობაზე
2021-08-02ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს - ვახტანგ გომელაური ავსტრიელი პედაგოგის მკვლელობაზე

 

7% კი ვაქცინას იმ შემთხვევაში გაიკეთებს, თუ ამას კანონი დაავალდებულებს.

 

რაც შეეხება მოქალაქეების აზრს, თუ რამდენად კმაყოფილები არიან ისინი მთავრობის მუშაობით COVID-19-თან ბრძოლაში,  13% ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია, 47% კი ნაწილობრივ კმაყოფილი.

 

გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.

კვლევა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

 

ავტორი: Prime Time

X