
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. გამომძიებლები კომპიუტერული ტექნიკით დაინტერესდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი საგამოძიებო მოქმედებები გარდაცვლილის სახლში.
ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილი არ აკონკრეტებს თუ რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გარდაცვლილის სახლში, თუმცა მისი თქმით ეს ეხება კომპიუტერს.
„გარკვეული ნივთები არის, რომლეიც სჭიროა რომ შემოწმდეს და ექსპერტია ჩაუტარდეს. ეს ისევ და ისევ უკავშირდება კომპიუტერს“, – ამბობს რამიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლებმა ბაჩალიაშვილის სახლიდან ინტერნეტის როუტერი წაიღეს.























