00:02 | 2021-10-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის, სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიდხანს იქნება ციხეში – პრემიერი

გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის, სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიდხანს იქნება ციხეში – პრემიერი

ეს არის შოუ და სპექტაკლები, რაც სააკაშვილმა დადგა შიმშილობასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი, რომ შიმშილობს პატიმარი, რატომ შიმშილობს, რას ითხოვს, რა მოთხოვნა აქვს, 10 ათასი პატიმარი გვყავს ჩვენ, ყველამ რომ შიმშილობა დაიწყოს და მოითხოვოს, რომ არ შეიძლება მათი საპატიმროებში ყოფნა და უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკებში, წარმოგიდგენიათ რას მივიღებთ? ეს ხომ ქაოსია, ეს ხომ სახელმწიფო აღარ არის მაშინ? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფო სააკაშვილის ჭკუაზე ვერ ივლის, მით უმეტეს, არ დაუშვებს იმ პროვოკაციის ორგანიზებას, რომელიც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში იგეგმება.

 

„ჩვენ ამ კაცის ჭკუაზე, რა თქმა უნდა, არ ვივლით და არასოდეს გაივლის ქვეყანა. ის ალბათ გვისმენს და მან უნდა გააცნობიეროს, რომ ის იქნება დიდხანს ციხეში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად, მოგეხსენებათ, ჩემი დავალებით, დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგან არის ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად პენიტენციური სამსახურის მიერ.

 

 

დამატებით ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს, უტარებენ კონსულტაციებს და მისთვის შექმნილი გვაქვს სრული კომფორტი, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. საჭირო დროს, საჭიროების შემთხვევაში გადავიყვანთ მას გლდანის საავადმყოფოში, იმიტომ, რომ არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება, პროვოკაციები და ის პროვოკაცია, რომელიც მას აქვს დაგეგმილი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას გადავიყვანდით და გადავიყვანთ სამოქალაქო კლინიკაში, მოხდება დაპირისპირების, ორგანიზებული შეტევის და პროვოკაციების მცდელობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერის განცხადებითვე, სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ან უკრაინისთვის გადაცემა არ მოხდება.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინაღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა კანონს პატივს არ სცემს და არ აღასრულებს თავის მოვალეობას.

 

„აბსოლუტურად არანაირი კომუნიკაცია, არანაირი თხოვნა უკრაინის მხრიდან არ ყოფილა. გამორიცხულია სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება, ასევე გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის. ეს ნიშნავს, რომ იმავე დღეს ჩვენ ყველამ, მთავრობამ უნდა დავწეროთ განცხადება და წავიდეთ სახლებში ან ერთი ან მეორე რომ გავაკეთოთ. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ კანონს საერთოდ არ ვცემთ პატივს და არ აღვასრულებთ ჩვენს მოვალეობას.

 

ვის მკვლელობას გეგმავდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები რუსთაველის გამზირზე - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი
2021-10-28ვის მკვლელობას გეგმავდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები რუსთაველის გამზირზე - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი

 

უნდათ რომ დადგან თეატრი. მაგიტომ უნდა, რომ გადავიდეს კერძო კლინიკაში, რომ იქ ყოველ დღე იყოს ეს ქაოსი, დაპირისპირება. როგორ წარმოუდგენიათ, რომც გადავიყვანოთ, რომელი გიჟი დაიჯერებს, რომ ჩვენ სააკაშვილს ვინმეს გავატანთ, თუნდაც კერო კლინიკიდან. ჩვენ ყველა საშუალება გვაქვს ამისთვის, სრული მზაობა.

 

ეს არის სრული სისულელე, მაგრამ მე ვამბობ რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველები, თუნდაც ასეთ რისკს არ გავწევთ და მისივე მხარდამჭერებს არ დავაყენებთ საფრთხის ქვეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X