
დაგვეთანხმებით, ვინც სათვალეს ატარებს, მისთვის პირბადის ტარება დიდი ტანჯვაა. სათვალის შუშები იორთქლება და არაფერი ჩანს.
რეჟისორი დათა თავაძე ამბობდა, გერმანიაში, ქუჩაში სიარულის დროს, პირბადის წყალობით, ისე დამეორთქლა სათვალე, რომ ლამის სახლის კედელს მივეჯახეო.
ამასობაში მუსიკალური შოუების რისხვას, მარინა ბერიძეს, სათვალის მაღაზიაში, აღმოუჩენია სფრეი, რომლის მოხმარების შემდეგ, როგორც გვითხრა, ამოისუნთქა.
მარინა ბერიძე: – მომეჩვენა, რომ სათვალის ნომრის გამოცვლა მჭირდებოდა. მივედი სათვალის გამოსაცვლელად და თან დავიჩივლე, რომ პირბადით ისე იორთქლება სათვალე, ვბრმავდები-მეთქი. მითხრეს, რომ ჰქონდათ ახალი სითხე, რომელიც პანდემიისას შეიქმნა და ეფექტურია.
გაგრძელებას ამ ბმულზე გადასვლისას წაიკითხავთ Prime ამბები.






















