16:24 | 2021-04-04 ავტორი: Prime Time

„გამოთიშული ვიყავი ყველაფერს“ – მიმდინარე მოვლენების შესახებ კახა კალაძე სამსახურში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს

„გამოთიშული ვიყავი ყველაფერს“ – მიმდინარე მოვლენების შესახებ კახა კალაძე სამსახურში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს

აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძე მონაწილეობის მიღებას? – აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერი მომდევნო დღეებში ისაუბრებს.

 

აღსანიშნავია, რომ კალაძე კლინიკიდან ახლახან გამოწერეს.

 

„არჩევნებზე, კანდიდატებზე, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც დავუბრუნდები უკვე სრულფასოვნად ჩემს საქმიანობას, ამაზე გვექნება ძალიან დიდი დრო ვისაუბროთ და ყველაფერს გეტყვით, ჩემს დამოკიდებულებებსა და ხედვებს“, – აღნიშნა კალაძემ.

 

რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უკვე მეორედ ჩაშლილ დიალოგს, აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას კალაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ საკითხებს ბოლო რამდენიმე დღე მოწყვეტილი იყო.

 

„გამოთიშული ვიყავი ყველაფერს, ამიტომ გამიჭირდება კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა კალაძემ.

 

თბილისის მერის განცხადებით, ის ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, თუმცა მკურნალობას, გარკვეული დროით, სახლში გააგრძელებს.   კახა კალაძემ მის გულშემატკივრებს და მკურნალობაში ჩართულ მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.

 

„პირველ რიგში, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთანს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. აქვე მინდა დავასახელო რამდენიმე ექიმი – ბატონი ზურაბ ფაღავა,  მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ავტორი: Prime Time

X