
გახდება თუ არა საჭირო მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო დღის დაწესება – ამ კითხვას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას უპასუხა:
„ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ სტატისტიკაზე, რომელ სტატისტიკასაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ. დღევანდელი დღის ძალიან სასიხარულო ფაქტი არის ის, რომ მარნეულის რეგიონში გამოვლენილი ყველა შემთხვევა არის უარყოფითი, გვაქვს მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევა და ისიც არის თურქული შტამის. პირველი პიროვნება იმყოფებოდა თვითიზოლაციაში ყველა წესის დაცვით, მეორე ადამიანი კი კარანტინში, რომელიც ასევე ყველა წესს იცავდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 კი გამოჯანმრთელდა.






















