13:46 | 2021-04-09 ავტორი: Prime Time

გამოცხადდება თუ არა „ლოქდაუნი“ 15 აპრილიდან – ამირან გამყრელიძის განმარტება (ვიდეო)

გამოცხადდება თუ არა „ლოქდაუნი“ 15 აპრილიდან – ამირან გამყრელიძის განმარტება (ვიდეო)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ 15 აპრილიდან ქვეყანაში ლოქდაუნი ცხადდება.

 

როგორც გამყრელიძე ამბობს, მან არ იცის, საიდან გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია.

 

„მე არ ვიცი საიდან გავრცელდა ინფორმაცია ან რიცხვი საიდან გავრცელდა, თარიღი 15 ან საერთოდ დიდ ლოქდაუნზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის. საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორაცია, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება. ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის, რაც დღეს დადგენილია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

რატომ გამოცხადდა 4-11 მაისს უქმე დღეები – ამირან გამყრელიძის განმარტება

 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

ავტორი: Prime Time

X