12:03 | 2020-08-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გამოვხატავ უდიდეს გულისტკივილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო – ზალკანიანი 

გამოვხატავ უდიდეს გულისტკივილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო – ზალკანიანი 

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

 

„გამოვხატავ ჩემს უდიდეს გულისტკივილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ვუსურვებ გამძლეობას ამ უმძიმეს დღეებში.

 

რთულია, სიტყვებით გადმოიცეს მწუხარება - კობახიძე შატილში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება
2020-08-24რთულია, სიტყვებით გადმოიცეს მწუხარება - კობახიძე შატილში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

მოუთმენლად ველით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების გამოჯანმრთელებას“, – წერს დავით ზალკანიანი. 

 

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

 

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

 

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

გამოვხატავ ჩემს უდიდეს გულისტკივილს შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და…

Posted by David Zalkaliani / დავით ზალკალიანი on ორშაბათი, 24 აგვისტო, 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X