12:36 | 2021-04-11 ავტორი: Prime Time

გამრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება

გამრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება

ორ კვირაზე მეტია ყოველდღიურად გვაქვს 600-ზე მეტი შემთხვევა, რაც არ ყოფილა თებერვლის დასაწყისის შემდეგ. იმატებს რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ერთზე მეტია თითქმის 20 დღეა. ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ანუ დადებითობის მაჩვენებელი დღეს თითქმის სამ პროცენტს შეადგენს. ყველა ეს რიცხვი მიუთითებს, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება ქვეყანაში,- ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

„მართალია გაუარესებას არ აქვს ნახტომისებრი ხასიათი, ის თანდათან უარესდება, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიცავთ მკაცრად რეგულაციებს და აღსრულება არ იქნება მაქსიმალური, მაშინ დიდი რისკია იმისა, რომ დაიწყოს საყოველთაო გავრცელება, კლასტერული გავრცელება უკვე გვაქვს და შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში“, – განაცხადა გამყრელძემ.

 

 

 

კულუმბეგოვი: მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია
2021-04-11კულუმბეგოვი: მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია
ავტორი: Prime Time

X