18:32 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

გამტაცებელი კბილებამდე შეიარაღებულია, ყუმბარას დამცველი მოხსნილი აქვს – ერთ-ერთი მძევალი 

გამტაცებელი კბილებამდე შეიარაღებულია, ყუმბარას დამცველი მოხსნილი აქვს – ერთ-ერთი მძევალი 

ერთ-ერთი მძევალი, რომელიც ამ წუთებში ზუგდიდის „საქართველოს ბანკის” იმ ფილიალში იმყოფება, სადაც შეიარეაღებული პირები იმყოფებიან, განცხადებას ავრცელებს.

 

„შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი, ერთ ოთახში, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის, გამორიცხულია. ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს.

 

გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია, გამტაცებელი ჩემ გვერდით არის,” – განაცხადა ერთ-ერთმა მძევალმა.

 

სპეცოპერაცია ზუგდიდში

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

 

მძევლების და მოქალაქეების უსაფრთხოების გამო, „პრაიმტაიმმა“ სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში ჩვენება შეწყვიტა

 

ვიდეო: ზუგდიდში, ბანკში მძევლად აყვანილმა მოქალაქემ თავდამსხმელებს თავი სახანძრო კიბის საშუალებით დააღწია

 

„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)

 

იგი არის კბილებამდე შეიარაღებული! – მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო

 

ავტორი: Prime Time

X