
გადმოვატრიალე და ჩემი შვილი ვნახე გალურჯებული, – ამბობს ტელეკომპანია „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დედა.
„გამთენია იყო, დავაფარებ-თქო, ფეხი გაუცივდა. მოხრილი იწვა და ვიფიქრე გადმოვატრიალებ მეთქი. ძაღლი ჰყავდა გვერდით. არც დაუწკმუტუნია, ხომ იცის ძაღლმა…
გადმოვატრიალე და ჩემი შვილი ვნახე გალურჯებული…ღამეც, რომ მოვიდა რამდენი მეფერა… ეგ გრძნობდა, გრძნობდა წინასწარ. აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ფრჩხილი არ სტკიებია და რა უქნეს?!”, – ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ასევე ნახეთ:
კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელსაც 14 დღის ჩვილი დარჩა






















