
ექიმი ნუცა ზურაბიანი ვაქცინაციის შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
როგორც თავად ამბობს, აცრის შემდეგ, მეორე დღეს გვერდითი მოვლენა განუვითარდა, 38.5 გრადუსი სიცხე მისცა, რომელიც სიცხის დამწევს დაექვემდებარა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
“გუშინდელი აცრის შემდეგ, გამთენიისას მომცა სიცხემ 38,5 რომელიც დაექვემდებარა სიცხის დამწევს.
მხოლოდ იმ მომენტში მქონდა კუნთების ტკივილი.
დღეს, გავიღვიძე დაღლილობის შეგრძნებით და სხვა ჩივილი არ მაქვს, არც ტემპერატურა.
იმუნური პასუხი მაქვს და ძალიან მიხარია.
აქვე დავააფდეითებ სტატუსს და გეტყვით, რომ “აისოში” ვაქცინაციის პროცესი გრძელდება” – წერს ნუცა ზურაბიანი სოციალურ ქსელში.
ნახეთ ვიდეო: რას ყვება ექიმი, რომელმაც ვაქცინა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა
ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 ათასი დოზაა შემოტანილი, რომლითაც სამედიცინო პერსონალი აიცრება.






















