10:53 | 2020-07-16 ავტორი: Prime Time

განადგურებული მოსავალი, დახოცილი ფრინველები და დაშავებული მამაკაცი – სტიქიის შედეგები კახეთში

განადგურებული მოსავალი, დახოცილი ფრინველები და დაშავებული მამაკაცი – სტიქიის შედეგები კახეთში

კა­ხეთ­ში უა­მინ­დო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ძლიერმა წვი­მამ და ქარმა თელავის, ყვარელის და გურჯაანის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბიდააზარალა.

 

და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი, ვე­ნა­ხე­ბი, შიდა სა­უბ­ნო გზე­ბი, წაქცეულია ხეები და სახლებზე გადახდილია სახურავები. ამ დროისთვის არ მიეწოდება თელავს ბუნებრივი აირი.

 

სტიქიის შედეგად დაშავდა მამაკაცი, რომელსაც ძლიერი ქარის შედეგად გადახდილი სახლის სახურავიდან, ხის ნამტვრევი დაეცა.

 

კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დღეს დილიდან დაიწყეს.

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, დავით ბეგიაშვილის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ კონდოლშია, სადაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

 

„ყველაზე ცუდი მდგომარეობაა სოფელ კონდოლში. შევადგინეთ 6 ჯგუფი, მთლია ად 18 ადამიანი და დილის რვა საათიდან ითვლიან ზარალს.

 

რა ზარალი მიაყენა სტიქიამ მოსახლეობას, ამ ეტაპზე ზუსტი ოდენობის თქმა, არ შემიძლია. ორი ათეული სახლზე მეტი უკვე აღწერილია. როცა ზუსტი მონაცემები გვექნება, მოგაწვდით. რის საშუალებაც გვექნება, მოსახლეობას სარეზერვო ფონდიდან დავეხმარებით“, – განაცხადა ბეგიაშვილმა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X