22:45 | 2021-10-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„განადგურებული ვართ მე და ჩემი შვილები“ – რა მოხდა მარიამ კუკუნაშვილის ოჯახში

„განადგურებული ვართ მე და ჩემი შვილები“ – რა მოხდა მარიამ კუკუნაშვილის ოჯახში

ბიზნესლედის, ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების დამფუძნებელს, მარიამ კუკუნაშვილს საზოგადოება სკანდალებით იცნობს.

 

ცოტა ხნის წინ, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქმარმა სხვა ქალზე გაცვალა და ამის გამო დეპრესია ჰქონდა, თუმცა, ამ ამბის გახმაურებიდან მალევე წყვილი შერიგდა.

 

კუკუნაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო დროს ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. ის მეუღლის ღალატის, მისგან ძვირადღირებული საჩუქრის მიღებისა და შერიგების შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქტიურად საუბრობდა.

 

 

რაც თქვენმა მეუღლემ გუშინ, არასაჭირო მომენტში იკადრა - რას წერს თამარ ივერი სანდრა რულოვსზე
2021-10-02რაც თქვენმა მეუღლემ გუშინ, არასაჭირო მომენტში იკადრა - რას წერს თამარ ივერი სანდრა რულოვსზე

 

კუკუნაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ როდესაც მეუღლეს დაშორდა, წვეულებაზე გაიცნო მამაკაცი, ასაკით მასზე ოდნავ უმცროსი, რომელმაც „დაიწყო მისი გულის დამსხვრეული ნაწილების შეერთება“ და მის მიმართ გაუჩნდა ისეთივე გრძნობა, როგორიც მეუღლის მიმართ ჰქონდა მის ღალატამდე.

 

 

საბოლოოდ, გაირკვა, რომ მეუღლემ მისი სხვა ურთიერთობის შესახებ იცის და ეს ყველაფერი მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა თავად მარიამი ამას ღალატად არ მიიჩნევს და ქმრისგან არც პატიებას ითხოვს.

 

ამჯერად, სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს. როგორც მისი ფეისბუკ-პოსტით ირკვევა, ოჯახმა სიამის ჯიშის კატა, სახელად ბურნუთა დაკარგა და უკვე რამდენიმე დღეა ეძებს. კუკუნაშვილი წერს, რომ არაფერს დაიშურებს მის მოსაძებნად.

 

„განადგურებული ვართ მე და ჩემი შვილები. თურმე, უკვე ოთხი დღეა (ვინაიდან არ ვიყავი საქართველოში მიმალავდნენ) დაიკარგა ჩვენი კატა ბურნუთა. ყოველთვის ხტებოდა მეზობლებთან ან ქუჩაში, მაგრამ მალევე ბრუნდებოდა უკან. გთხოვთ დამეხმარეთ პოვნაში და გააზიარეთ. არაფერს დავიშურებ მის დასაბრუნებლად, თუ ვინმემ იპოვეთ, იქნებ დამიბრუნოთ“, – დაწერა სოციალურ ქსელში კუკუნაშვილმა.

 

ასევე ნახეთ: კალაძე, მაინც შენ მოგეცი ხმა – ია ფარულავა კახა კალაძეს მიმართავს

 

 

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X