14:58 | 2021-02-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს

განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს

მშობლებმა ბავშვებს სკოლებში პირბადეები უნდა გამოატანონ, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, დეტალური პროტოკოლი შემუშავდება და შემდეგ გამოქვეყნდება.

 

პასუხები ყველა კითხვაზე, რომელიც მოსწავლეების მშობლებს აწუხებთ - მოკლედ და დეტალურად
2021-02-09პასუხები ყველა კითხვაზე, რომელიც მოსწავლეების მშობლებს აწუხებთ - მოკლედ და დეტალურად

 

„თბილისში, ქათაისსა და რუსთავში სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება.

 

დეტალური ინსტრუქციები სკოლებს დღესვე დაურიგდებათ და ყველა სკოლას მშობლებთან ექნება კომუნიკაცია. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ის კარგი დიმანიკა რომელიც გვაქვს, შენარჩუნდეს.

 

ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია, ინფრასტრუქტურულდ მოწესრგიდა, მათ შორის სველი წერილების საკითხები. სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი ზედმიწევნით დაცული იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X