11:53 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

განათლების სამინისტრო გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე შეშფოთებას გამოთქვამს

განათლების სამინისტრო გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

თუ ამის გაკეთებას შეძლებთ, 1300 დოლარს გადაგიხდიან - ნახეთ რა შედის მოთხოვნებში
2021-09-16თუ ამის გაკეთებას შეძლებთ, 1300 დოლარს გადაგიხდიან - ნახეთ რა შედის მოთხოვნებში

 

„ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს.

 

გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.

 

ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X