10:53 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

განათლების სამინისტრო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტრო დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი, რაც გასული კვირის მონაცემთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. ამასთან, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

 

„ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71%.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.

 

სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X