20:01 | 2021-09-30 ავტორი: Prime Time

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აცრა ნებაყოფლობითია.

ტყუილია, რომ კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი რჩება - თენგიზ ცერცვაძე
2021-09-30ტყუილია, რომ კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი რჩება - თენგიზ ცერცვაძე

 

„იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

 

სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება,”- აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X