
სოციალურ ქსელში მორიგი სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როინ ბერაძის ცნობით, კოორნავირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„კიდევ დიდი მწუხარება სოფელს. . ნათია შუბითიძე – ხალასი, ნიჭიერი, ულამაზესი გოგონა. სამ თვეში დავკარგეთ ოთხი ულამაზესი გოგონა, ავადსახსენებელ პანდემიას კი ბოლო არ უჩანს.
შეძრწუნებული ვართ დიდი თუ პატარა, უფალმა ნათელში ამყოფოს ამ ალალი ახალგაზრდების სულები. განისვენონ სადაც მართალნი და ალალ კეთილნი განისვენებენ. ვუსამძიმრებ ნათიას ოჯახს, ნათიას დედ-მამას და დედმამიშვილებს. თავს ზემოთ ძალა არ არის. სიმხნევეს და სიმედგრეს ვუსურვებ მათ“, – წერს ოჯახის ახლობელი.






















