21:13 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

განგებას შევთხოვ, პირველი მე გარდავიცვალო – რას ამბობდა ბუბა კიკაბიძე მეუღლეზე

განგებას შევთხოვ, პირველი მე გარდავიცვალო – რას ამბობდა ბუბა კიკაბიძე მეუღლეზე

ბუბასა და ირინაზე ბევრი არაფერი დაწერილა. პრესაში, მათი სიყვარულის ისტორიაზე წყვილის ინტერვიუს ვერ წააწყდებით. შესაბამისად, ერთიცა და მეორეც, პირად ჭრილში, მუდმივად ინტერესის საგანია. რუსული სააგენტო fintif.ru წყვილზე წერს და ჰყვება მათი გაცნობის ისტორიას.

 

არტისტისა და ოპერის თეატრის პრიმა ბალერინის გაცნობა ბუდაპეშტში, ერთ-ერთ კონცერტზე მოხდა. საღამოობით იყო შეკრებები, მხიარულება გემრიელი ღვინის თანხლებით… ერთ-ერთი შეკრების დროს ქუჩიდან საშინელი ხმაურის და საბურავების ჭრიალის ხმა შემოვარდა. ყველანი გარეთ გაცვივდნენ და უპატრონოდ მიგდებული მანქანები დაინახეს. ამ დროს ვახტანგ კიკაბიძემ შიშისაგან თვალებგაფართოვებული ირინა დაინახა, უცებ ჩაიხუტა, მიიზიდა და იგრძნო, შიშისგან როგორ თრთოდა ქალი. მას შემდეგ ხელი აღარ გაუშვია და მის დამცველად, მზრუნველად და დამამშვიდებლად ითვლება დღემდე.

 

იმ დროს ყველა მსოფლიო გადატრიალებაზე ფიქრობდა, პანიკა ჯონ კენედის მკვლელობის გამო იყო ატეხილი.  განაგრძეთ კითხვა

ავტორი: Prime Time

X