
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, შესაძლებელია თუ არა საქართველოშიი კორონავირუსზე ტესტირება კარდაკარ პრინციპით ჩატარდეს.
როგორც გაბუნია ამბობს, ეს გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამიტომ უმჯობესია ტესტირების წერტილები დაემატოს.
„ძალიან ფართოდ გვაქვს გაშლილი ტესტირების პროცესი. რაც შეეხება კარდაკარ პრინციპს, პირველი რეკომენდაცია, რომელიც თავდაპირველად გაიცა გლობალურად იყო, რომ ოჯახის ექიმები და სამედიცინო პერსონალი მოერიდონ კარდაკარ პრინციპით ტესტირების ჩატარებას და ბინაზე სერვისი გადატანას და ამიტომ იყო, რომ ჩვენ შემოვიტანეთ ონლაინ კონსულტაციები. ამიტომ კარდაკარ სიარულის პრინციპი რისკის მატარებელია, თუმცა ის, რომ ტესტირების წერტილი უფრო მეტად უნდა შეიქმნას, რომ მოსახლეობა მოვიდეს, ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.























