14:12 | 2020-04-21 ავტორი: Prime Time

განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი – ანდრია ჯაღმაიძე ექიმებს იცავს

განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი – ანდრია ჯაღმაიძე ექიმებს იცავს

არ გავანაწყენოთ ექიმები დაუმსახურებლად,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

მამა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას უარყოფითი მიმართვებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 

„აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი.

 

განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს.

 

ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“ – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

 

დღეს ასევე განცხადება გააკეთა, ლევან რატიანმა და იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მათ აკრიტიკებენ: „მოკლე და გრძელენიანებს მივმართავ… ჭკუას მოუხმონ“

 

 

ავტორი: Prime Time

X