12:08 | 2021-04-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ მამაოებს ტაძარში წირვაზე არ უშვებენ

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ მამაოებს ტაძარში წირვაზე არ უშვებენ

თამაკონის წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარში, სადაც მეუფე სტეფანე წირვას აღავლენს, მის მიერ განკვეთილი მამაოები მივიდნენ.

 

ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სალხინოსა და წაჩხურუს ყოფილი წინამძღვრები, რომლებსაც მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა.

 

მანამდე კი მეუფე სტეფანე ამბობდა, რომ თუ „მეამბოხე“ მამაოები შაბათს ტაძარში ამბიონზე მოინანიებდნენ, იგი მათ განკვეთას გადაიფიქრებდა.

 

ამ დროისთვის კი არც განკვეთილ მამაოებს და არც მედიის წარმომადგენლებს წირვას არ ასწრებენ.

 

 

ავტორი: თეა შონია 

 

 

 

 

„თუ წირვაზე მოკვდები, ადვილად ცხონდები“ - მეუფე სტეფანე
2021-04-23„თუ წირვაზე მოკვდები, ადვილად ცხონდები“ - მეუფე სტეფანე
ავტორი: სალომე ნეფარიძე

X