
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალ კორონავირუსზე ტესტი მეორედ ჩაიტარა. თეთრი სახლის ექიმ შონ კონლის თქნუთმ ტრამპის ტესტის პასუხი მეორეჯერაც უარყოფითი მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ჯანმრთელია, მას დაავადების სიმპტომები არ აქვს“, – აღნიშნა ექიმმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახალ კორონავირუსზე პირველი ტესტი მარტში ჩაიტარა და პასუხი მაშინაც უარყოფითი იყო.
ბოლო მონაცემებით, ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. შტატებში ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება – 213 000 დაინფიცირებული.
ამავე თემაზე იხილეთ:























