14:04 | 2021-09-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

განმუხურში ზუგდიდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი მოკლეს

განმუხურში ზუგდიდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი მოკლეს

განმუხურში, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. ბიზნესმენი განმუხურში საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ახლობელი მამაკაცი ცივი იარაღით დაესხა თავს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა დანით არის ჩადენილი და ის ბიზნესწილებზე დავას უკავშირდება.

შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. არაოფიციალური ინფორმაციით, ცნობილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა.
აღსანიშნავია, რომ ადგილი სადაც მკვლელობა მოხდა, საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე მეტრშია.

 

ვლადიმერ ვახანია ბიზნეს საქმიანობას ძირითადად რუსეთში ეწეოდა. ის 2009 წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. ის წარსულში ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატიც იყო.

 

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X