22:56 | 2020-05-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

განქორწინების დროს ნეკა დოროყაშვილს სთხოვდნენ, რომ 7 წელი არ უნდა ექორწინა – ადვოკატი

განქორწინების დროს ნეკა დოროყაშვილს სთხოვდნენ, რომ 7 წელი არ უნდა ექორწინა – ადვოკატი

„განქორწინების დროს ნეკა დოროყაშვილს სთხოვდნენ, რომ 7 წელი არ უნდა ექორწინა“, – ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველმა ანა აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

 

წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე - ირმა ჭკადუა
2020-05-26წყაროს წყალივით წმინდაა ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუკასის და მისი დედის წინაშე - ირმა ჭკადუა

 

„როდესაც განქორწინების ინიციატივაზე იყო ლაპარაკი ძალიან საინტერესო დეტალია და ამით ბატონი ნიკოლოზის და მისი ოჯახის წევრების მსოფლმხედველობასაც გაარკვევთ.

 

როდესაც ისინი ავიდნენ ქალბატონო ნელის სახლში, მოითხოვეს განქორწინება კონკრეტული პირობით, 7 წლის განმავლობაში ქალბატონ ნელის არ უნდა ექორწინა. რომ მკითხოთ რატომ, ვერ გაგცემთ პასუხს.

 

მე რაციონალური ახსნა იმის არ მაქვს, როდესაც განქორწინდებიან ადამიანები რატომ უნდა ეცადო შეუზღუდო პირადი ცხოვრება. თავად ახსნან ეს.

 

უბრალოდ ეს იყო პირობა, რა პირობით განქორწინდებოდნენ ისინი“, – ამბობს ანა აბაშიძე.

 

დოროყაშვილის უფლებადამცველის თქმით, პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნას არავინ დაეთანხმა და ცოტა ხანში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ, რომელსაც გენერალური მინდობილობა ჰქონდა, დაიწყო დავა ბავშვზე და განქორწინებაზე.

 

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 100 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X