
ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის – აღნიშნავს ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.
„გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში. დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა.
ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავრჩეთ სახლში და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია. რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანონ მის მიერ გამოწვეული ზიანი” – აღნიშნავს კელი დეგნანი.
რა ხდება ქვეყანაში
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 78-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















