
განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გუშინ სინოდის სხდომაზე განაცხადა.
„დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში კი გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები.
მთავარი მიზეზი კი ადამიანის ღვთისგან დაშორებაა.
„განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი, სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნებას სულიერად და ხორციელად. ჩვენ, ეკლესიის წევრები, არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით კი წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში, აძლიერებდნენ მარხვასა და ლოცვას“, – განაცხადა პატრიარქმა.
წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმი სრულად:























