12:01 | 2020-10-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

განთავსდება თუ არა თბილისში საველე კარვები – მინისტრის პასუხი

განთავსდება თუ არა თბილისში საველე კარვები – მინისტრის პასუხი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში საველე კარვების განთავსება არ იგეგმება.

 

„მსგავსი საჭიროება თბილისში არ არის. კარვების დადგმა აჭარის რეგიონში დაიგეგმა ტურისტების სიმრავლის გამო, რათა მათ ჰქონოდათ თავისუფალი წვდომა ტესტირების შესაძლებლობასთან.

 

თბილისის მასშტაბით ეს შესაძლებლობები გვაქვს ამბულატორიებში და ცხელების ცენტრებში. აქედან გამომდინარე მსგავსი ღონისძება თბილისში არ იგეგმება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძე.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ინფიცრების კიდევ 478 შემთხვევა დაფიქსირდა, ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვი 12272-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.

 

ქვეყანაში კორონავირუსით 91 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

თბილისში ინფიცირების მატების გამო, დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდება

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X