20:11 | 2021-02-10 ავტორი: Prime Time

“განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა ჯანმოს ოფისში” – ახალი ინფორმაცია ვაქცინაზე, რომელიც საქართველოში შემოვა

“განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა  ჯანმოს ოფისში” – ახალი ინფორმაცია ვაქცინაზე, რომელიც საქართველოში შემოვა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ უახლეს განცხადებას ავრცელებს.

 

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიიზაციის ვაქცინაციის ექსპერტთა პანელი (SAGE) ასტრაზენეკა/ოქსფორდის ვაქცინას უწევს რეკომენდაციას გამოყენებულ იქნას 65 წლის ასაკი მოსახლეობაში.

 

პ.ს. განცხადება გაკეთდა რამდენიმე წუთის წინ WHO-ს ოფისში, ჟენევაში. ჩვენი ვაქცინაციის გეგმის წარმატებით განხორციელებაში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველო კოვაქს პლატორმის წევრია და უახლოეს მომავალში ქვეყანაში pfizere-ისა და astra zeneka-ს ვაქცინები შემოვა.

ავტორი: Prime Time

X