
„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ წევრი, ნატო ჩხეიძე საქართელოს პრეზიდინტის მიერ პარლამენტის პირველ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დავიღალეთო, ამ სიტყვაზე ააგო დღეს თავისი მოხსენება საქართველოს პრეზიდენტმა. დავიღალეთო… სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე – ეს გალაკტიონია. ჩვენ, საქართველოს თავისუფლების და სიმართლის მუდამ მძებნელი საზოგადოება და ამ ხალხთან ერთად მყოფი ოპოზიცია არ დავიღალეთ!.. არც დავიღლებით!.. ჩვენ გალაკტიონის მოწოდებით ვმოქმედებთ!.. ჩვენ ცისკრის ვარსკვლავი გვეძახის!.. ჩვენ მიზანი გვაქვს და გავიმარჯვებთ!. არა, ქალბატონო პრეზიდენტო და ბატონი ივანიშვილის ავან- ჩავანნო, ჩვენ არ დავიღალეთ!.. და თქვენ თუ დაიღალეთ, მაშინ განზე გადექით და ტყვია დაიხალეთ. პ.ს. განზე გადგომა- რეალურად, ტყვიის დახლა- სიმბოლურად“, – წერს ნატო ჩხეიძე.
შეგახსენბთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა, რომ დაიღალა ლანძღვით, ქართული თუ კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით.






















