20:29 | 2020-08-22 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გარდაიცვალა ქალი, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე შემზარავი ამბავი უკავშირდება

გარდაიცვალა ქალი, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე შემზარავი ამბავი უკავშირდება

აფხაზეთიდან დევნილი, ნაირა კალანდია გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტი რაულ ქირია წერს:

 

„ეს ქალბატონი ნაირა კალანდიაა და ალბათ, ძალიან ბევრმა იცის შემზარავი ამბავი, რომელიც მას უკავშირდება – აფხაზეთის ომის დროს მტრის მხარეს მებრძოლმა კაზაკმა მას შვილის თვალი გადააყლაპა… აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ ყოველ წელს, 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს ნაირა კალანდია გმირთა მემორიალთან ისედაც დაუვიწყარ ტკივილს – აფხაზეთის დაკარგვას, კიდევ მეტი სიცხადით გვახსენებდა ყველას.

 

მუშებმა ღამით მოკლული ბიჭის „მდგმურები“ შეაწუხეს, შემდეგ კი მეპატრონე დაახრჩვეს - ადგილობრივები
2020-08-22მუშებმა ღამით მოკლული ბიჭის „მდგმურები“ შეაწუხეს, შემდეგ კი მეპატრონე დაახრჩვეს - ადგილობრივები

 

მე მას ვიცნობდი, მახსოვს როგორი გულანთებული ელოდებოდა აფხაზეთში დაბრუნებას, თუმცა… ქალბატონი ნაირა გარდაიცვალა, ვწუხვარ, ვუსამძიმრებ მისი ახლობლებს, ყველას, ვინც იცნობდა, ვისაც ახსოვდა. ის იყო ერთგვარად აფხაზეთის სიმბოლო და ჩემს მსგავსად კიდევ ბევრს ალბათ, ნაირა კალანდია ყოველი წლის 27 სექტემბერს სევდით, ტკივილით და მაინც იმ იმედით გაახსენდება, რომელიც მას ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს“.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X