12:27 | 2021-11-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

გარდაიცვალა ქალი, რომელსაც ყველა იცნობდა, ვისაც გლდანის ტერიტორიაზე ერთხელ მაინც გაუვლია

გარდაიცვალა ქალი, რომელსაც ყველა იცნობდა, ვისაც გლდანის ტერიტორიაზე ერთხელ მაინც გაუვლია

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ მცხოვრები, ყველასთვის ცნობილი ქალი, ინგა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის მიკროავტობუსების გაჩერებასთან უნახავთ გარდაცვლილი.

 

ფაქტს გლდანის მკვიდრი, შორენა თარუგიშვილი გამოეხმაურა.

 

„მინდოდა ინგას შესახებ დამეწერა რამე. გლდანში, ალბათ, ყველა იცნობდით, მეტროსთან ან ბაზარში შეგხვდებოდათ. დღეს ქალების საუბარს შევესწარი ბაზარში, „მარშუტკების“ გაჩერებასთან უპოვნიათ ამ დილით გარდაცვლილი. თითქოს ახლობელი ადამიანი დავკარგე, ისე ჩამწყდა რაღაც გულში. მთელი დღე ინგაზე ვფიქრობდი.

 

ბავშვთა სახლიდან ყოფილა. თავისი ოცნებები ჰქონდა. სილამაზის სალონის გახსნა სურდა. შემდეგ გლდანში ვნახე პირველად, მეტროსთან. ქუჩა გამხდარიყო მისი თავშესაფარი. თითქმის არასდროს ამივლია მისთვის გვერდი. ხან ფხიზელი, ხან მთვრალი, უმეტესად მხიარული (ერთხელ ვნახე მხოლოდ ნაწყენი და გულნატკენი), კეთილი, მაგრამ არასდროს – გაბოროტებული. ბავშვივით უმანკო- ასეთი ინგა დამამახსოვრდა მე.

 

ხოდა, თავისი ჯოჯოხეთი გაიარა დედამიწაზე, ახლა უფალთანაა და დედა ღვთისმშობელს ებარება მისი სული“, – წერს შორენა თარუგიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება – ალექსანდრე გოგინავა

 

Video: “ასეთი ცეკვა ცხოვრებაში არ მიცეკვია. რთული ყოფილა, მაგრამ პირობა – პირობაა” – ზურა ხაჩიძემ სიტყვა შეასრულა და იცეკვა

 

„კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ“ – ნინი ქარსელაძე

 

VIDEO: ბევრი ვიტირე… – ხათუნა ჟორდანიამ პირველად თქვა, რომ ქეთა თოფურიაზე ეჭვიანობდა

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X