
„ტვ-პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება.
„ბოლოს მითხრა, რომ სტრასბურგში უნდა ვუჩივლოო. არ ინერვიულო, შენს გვერდით ვარ-მეთქი. გარდაცვლილ ლექსოს მინდა ვუთხრა, რომ მე, ერთი ადამიანი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პასუხი აგოს ყველამ – პოლიტიკურმა, რელიგიურმა თუ ქუჩაში გამოვარდნილმა კუნთიანმა ბიჭებმა”, – განაცხადა ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ასევე ნახეთ:
კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელსაც 14 დღის ჩვილი დარჩა






















