00:13 | 2021-08-30 ავტორი: Prime Time

გარდაცვლილი და-ძმა, დედა-შვილი, ცოლ-ქმარი – კორონავირუსს შეწირული ოჯახები

გარდაცვლილი და-ძმა, დედა-შვილი, ცოლ-ქმარი – კორონავირუსს შეწირული ოჯახები

საქართველოში კორონავირუსმა ოჯახები გაანადგურა, გარდაცვლილთა შორის დედა-შვილი, და-ძმა, ცოლ-ქმარი არიან. გავრცელებული ინფორმაციით, არცერთი მათგანი კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.

 

გარდაცვლილი დედა-შვილი

 

კო­რო­ნა­ვირუს­მა კი­დევ ერთი ოჯახ­ში და­ატ­რი­ა­ლა უდი­დე­სი ტრა­გე­დია, ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუსს დედა-შვი­ლი – 54 წლის ნონა ემი­რი­ძე და 31 წლის კობა ჯა­შო­ი­ა­ნი ემსხვერ­პლა…

 

გარდაცვლილი დედა-შვილი

 

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო დედა 27 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა, 28 აგ­ვის­ტოს კი კო­ვიდ­ით მისი ვა­ჟიც დაიღუპა. ეს ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

 

 

გარდაცვლილი ცოლ-ქმარი

 

კორინავირუსს ერთი ოჯახის ორი წევრი, ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ისინი მედიცინის მუშაკები იყვნენ. ცნობილი რეპროდუქტოლოგი ბარბარე (დოდო) გორგოშიძე კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა.

 

გარდაცვლილი ცოლ-ქმარი

 

კორონავირუსმა შეიწირა მისი მეუღლეც, ოთარ დავითაშვილი, რომელიც სტუ-ს პროფესორი იყო. რამდენიმე საათიანი ინტერვალით დაშორდნენ მეუღლეები ერთმანეთს.

 

 

 

 

კიდევ ერთი გარდაცვლილი ცოლ-ქმარი

 

ცნობილი მოსამართლე მაია ოშხარელი კოვიდით გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა მისი მეუღლეც, ყოფილი პროკურორი 63 წლის ბადრი გოგლიძეც.

 

გარდაცვლილი მოსამართლე

ოშხარელი ბოლოს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო და გიორგი შაქარაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომას უძღვებოდა. ის 58 წლის იყო. ეს სამწუხარო ფაქტი მიმდინარე წლის 26 აპრილს მოხდა.

 

 

გარდაცვლილი და-ძმა

 

რაც შეეხება, ვირუსით გარდაცვლილ დედმამიშვილებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, კორონავირუსს ახალგაზრდა და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

გარდაცვლილი და-ძმა

 

 

ორივე ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. და რომ გარდაიცვალა, მაშინ დაუდასტურდა ძმას, თუმცა, ორი დღე, დაკრძალვამდე, სახლში იყო და შემდეგ გადაიყვანეს ბათუმში.

 

 

ავტორი: Prime Time

X