22:43 | 2021-02-27 ავტორი: Prime Time

გარდაცვლილი ქალი სახრჩობელაზე მაინც ჩამოკიდეს – უცხოური მედია

გარდაცვლილი ქალი სახრჩობელაზე მაინც ჩამოკიდეს – უცხოური მედია

ირანელი ქალი მას შემდეგ მაინც „ჩამოხრჩვეს“, რაც გულის შეტევით გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 

მსჯავრდებული ქალის ადვოკატის, ომიდ მორადის მიერ გავრცელებული ფოტო

 

როგორც გამოცემა წერს, ზაჰრა ისმაილის თვალწინ 16 მსაჯვრდებული სახჩობელაზე ჩამოკიდეს… ქალმა შემზარავ სანახაობას ვეღარ გაუძლო, სანამ მისი რიგი დადგებოდა, გულმა უმტყუნა.

 

„ზაჰრა ისმაილი ქმრის მკვლელობისთვის გაასამართლეს, მისი მეუღლე დაზვერვის მაღალჩინოსანი იყო. ზაჰრას ადვოკატი ირწმუნება, რომ ქმარი მასზე და მათ შვილებზე ძალადობდა. რძლის ჩამოხრჩობის უფლება კი დედამთილს მისცეს. უსიცოცხლო სხეულს დაღუპული კაცის დედამ ხარაჩო სიმბოლურად გამოაცალა…

 

დედამთილს ეს უფლება მიენიჭა qisas- ის (“თვალი თვალის წილ”) შარიათის კანონის შესაბამისად, დოქტრინა, რომელიც მსხვერპლის ან დაზარალებულის ოჯახს სამართლიანობის მიღწევის მიზნით, სამაგიეროს გადახდის უფლებას ანიჭებს.

 

ზაჰრა ისმაილის “ჩამოხრჩობა” სისასტიკით ცნობილ რაჯაი შაჰრის ციხეში, ოთხშაბათს, ქალაქ ყარაჯში, მოხდა.

 

ირანის სტანდარტებით ერთ დღეში 17 ადამიანის სიკვდილით დასჯა იშვიათია.” – წერს გამოცემა.

 

ავტორი: Prime Time

X