22:06 | 2021-03-14 ავტორი: Prime Time

ვინ არის მოტოციკლის მძღოლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ვინ არის მოტოციკლის მძღოლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

14 მარტს, ნატანები-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სოფელ ციხისფერდის მკვიდრი, 37 წლის ბიჭიკო თავდიშვილი დაიღუპა. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ძაღლს დაეჯახა და გზიდან გადავარდა. კაცი ადგილზე დაიღუპა. მას მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

 

თავდიშვილების ოჯახმა, რამდენიმე წლის წინაც გადაიტანეს მსგავსი ტრაგედია, ავარიის შედეგად დაიღუპა გარდაცვლილის და.

 

გარდაცვლილი ოზურგეთში ცნობილი დიზაინერის, სტუდია “ტა-ბებას” ხელმძღვანელის, იაკო თავდიშვილის მეუღლეა.

 

​შს-მ გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

 

 

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

ავტორი: Prime Time

X