22:22 | 2021-07-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ საათში იზრდება – გერმანიიდან შემზარავი კადრები ვრცელდება (ვიდეო)

გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ საათში იზრდება – გერმანიიდან შემზარავი კადრები ვრცელდება (ვიდეო)

წყალდიდობამ გერმანიის დასავლეთ რეგიონებს გამანადგურებელი ზიანი მიაყენა. ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ დატრიალებული უბედურება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველზე დიდი კატასტროფის ტოლფასია.

 

ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 106 ადამიანი, ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ საათში იზრდება. მაშველები კატასტროფის ადგილებში შეუჩერებლად მუშაობენ და ცხედრები სარდაფებიდან, ფარეხებიდან ამოჰყავთ. ამ დროისთვის 100 ადამიანი დაკარგულად ითვლება. 400-ზე მეტი დაშავებულია.

 

მძიმე ვითარებაა ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიისა და რაინლად  პფალცის რეგიონებში. ჩრდილოეთ რაინ – ვესტფალიაში, წყალდიდობის შედეგად 23 ქალაქი და რაიონი დაიტბორა. დრამატულია ვითარება, კიოლნის, დიურენის, ვუპერტალის, ერკელენცის, ერფშტადტის, ერკრატ დერ ეიფელის, შულდის შემოგარენში.

 

ახლა მთავარი კითხვაა, რატომ შეეწირა სტიქიას ამდენი ადამიანი?! ექსპერტები ამბობენ, რომ სტიქია პროგნოზირებადი იყო.

 

დასავლეთ გერმანიაში გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ მოსალოდნელია ქარიშხალი – ამჯერად ქვეყნის სამხრეთით. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შაბათ-კვირას სამხრეთ-აღმოსავლეთ ბავარიაში უკიდურესად ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი.

 

იხილეთ ფოტოები

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X