00:04 | 2021-05-04 ავტორი: Prime Time

გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოსალოდნელ ამინსთან დაკავშირებით, მოქალაქეებს აფრთხილებს,  სააგენტოს განცხადებაშო ვკითხულობთ:

 

“4 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X