
კორონავირუსის გამო ცნობილი ბავშვები ბექა და მარიამი ერთად ვეღარ თამაშობენ.
სოციალურ ქსელში, ბექა ბუჩუკურის გვერდზე ვიდეო ვრცელდება, რომელშიც იგი ყველა ბავშს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
როგორც ბექა ამბობს, მასაც არ უშვებენ გარეთ, რის გამოც მარტო უწევს თამაში.
„ბავშებო, გარეთ არ გახვიდეთ. ვირუსია და ყველა ცუდად ხდება. არც მე მიშვებენ, მარიც დიდი ხანია არ მინახავს, მარტო ვთამაშობ. დარჩით სახლში და გაუფრთხილდით ერთმანეთს“,- ამბობს ბექა ვიდეოში.






















