
შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს მთავრობა კვლავ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
„უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანების, მაგრამ, ვინაიდან ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებელობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და დარჩნენ შინ“ – განაცხადა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.






















